
ჩვენს შესახებ
Consulting and IT Innovations (CITI) არის საქართველოში დაფუძნებული კომპანია, რომელიც 2014 წელს დაარსდა. კომპანია აერთიანებს სხვადასხვა და მდიდარი გამოცდილების მქონე კადრებს — პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებიდან ბიზნეს კონსალტინგამდე. წარმატების მთავარი საფუძველი კომპანიის ბიზნესმოდელია, რომელიც მაღალი დონის საკონსულტაციო მომსახურების გაწევას აერთიანებს ძლიერ IT ტექნიკურ კომპეტენციებთან. კომპანიას და მის თანამშრომლებს აქვთ მდიდარი გამოცდილება კომპლექსური, ქვეყნის მასშტაბის მართვის საინფორმაციო სისტემების შემუშავებისა და დანერგვის მიმართულებით, განსაკუთრებით ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური კეთილდღეობის სფეროებში.
Consulting and IT Innovations (CITI) სპეციალიზდება IT კონსალტინგში, პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებაში, ვებ-დიზაინში, ბიზნეს ანალიზში, მართვის გადაწყვეტილებებში, IT სისტემების დანერგვის მხარდაჭერასა და სხვა ელექტრონულ სისტემებთან ინტეგრაციაში.